სარეცხი მანქანის ხელოსანი ვარკეთილში
პროფესიონალი ხელოსნის სწრაფი და ხარისხიანი სერვისი ბინაზე გამოძახებით. დიაგნოსტიკა და შეკეთება უმოკლეს დროში Washmaster.ge-სგან.
599 87 18 86
სწრაფი რეაგირება
ვარკეთილის ტერიტორიაზე ხელოსნის ვიზიტი ხდება გამოძახებიდან უმოკლეს დროში.
დიაგნოსტიკა ბინაზე
პრობლემის ზუსტი დადგენა პირდაპირ თქვენს სახლში, მანქანის ტრანსპორტირების გარეშე.
გარანტია ნაწილებზე
ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან სათადარიგო ნაწილებს და გაძლევთ შესრულებული სამუშაოს გარანტიას.
სანამ ხელოსანს გამოიძახებთ
ხშირად პრობლემა მარტივად გვარდება. გადაამოწმეთ ეს დეტალები:
წყლის მიწოდება
დარწმუნდით, რომ წყლის ონკანი ღიაა და წნევა საკმარისია. თუ წყალი არ შედის, შესაძლოა ფილტრი იყოს გაჭედილი.
კარის ბლოკირება
თუ რეცხვის დასრულების შემდეგ კარი არ იხსნება, ნუ დაატანთ ძალას. გამორთეთ დენიდან და დაელოდეთ 3-5 წუთი.
სწორი განლაგება
თუ თქვენი მანქანა საგრძნობლად ხტუნავს გაწურვისას, შეამოწმეთ არის თუ არა იგი სწორ, მყარ ზედაპირზე მოთავსებული.
გავრცელებული მითები სარეცხ მანქანებზე
პროფესიონალის რჩევები სწორი ექსპლუატაციისთვის
მითი 1: კალგონი ყოველთვის აუცილებელია
სინამდვილეში, თანამედროვე სარეცხი ფხვნილები უკვე შეიცავს წყლის დამარბილებელ მინარევებს. სწორი დოზირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
მითი 2: ბევრი ფხვნილი აუმჯობესებს რეცხვას
ჭარბი სარეცხი საშუალება წარმოქმნის ზედმეტ ქაფს, რაც აზიანებს ტუმბოს, სენსორებს და ტოვებს ნადებს შიდა დეტალებზე.
მითი 3: ძველი მანქანის შეკეთება არ ღირს
ბევრ შემთხვევაში, ძველი სარეცხი მანქანის შეკეთება ფინანსურად მომგებიანია, რადგან ძველი თაობის ძრავები და პლატები უფრო გამძლეა.
როგორ მუშაობს ჩვენი სერვისი?
მომსახურების მიღება 4 მარტივ ნაბიჯად
დარეკვა
დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 18 86.
აღწერა
აუხსენით ხელოსანს მანქანის სიმპტომები და დაასახელეთ მოდელი.
ვიზიტი ვარკეთილში
ხელოსანი მოდის თქვენს მისამართზე შეთანხმებულ დროს.
შეკეთება
ტარდება დიაგნოსტიკა, პრობლემის აღმოფხვრა და გაიცემა გარანტია.
ხელოსნის მომსახურება ვარკეთილის მასივში
ვარკეთილი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია. ჩვენი გამოცდილი ტექნიკოსები ყოველდღიურად ემსახურებიან მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიას, მიკრორაიონებსა და ახალ დასახლებებს. თბილისის წყლის სიხისტის გათვალისწინებით, სარეცხ მანქანებს ხშირად უზიანდებათ გამაცხელებელი ელემენტი (ტენი) და წყლის ტუმბო. ჩვენ ადგილზევე ვაგვარებთ ამ და სხვა ნებისმიერ ტექნიკურ გაუმართაობას. გაეცანით დეტალურად შეკეთების ფასებს თბილისში და მიიღეთ სანდო სერვისი.
მოვლისა და ექსპლუატაციის წესები
გაახანგრძლივეთ თქვენი ტექნიკის სიცოცხლე
ფილტრის რეგულარული წმენდა
წელიწადში 3-4-ჯერ გაწმინდეთ ქვედა ფილტრი, რათა თავიდან აიცილოთ ტუმბოს გაჭედვა და წყლის გადმოსვლა.
მანჟეტის (რეზინის) მოვლა
იცოდით როგორ მოვუაროთ რეზინის მანჟეტს? რეცხვის შემდეგ აუცილებლად გაამშრალეთ ის, რათა არ გაჩნდეს ობი და უსიამოვნო სუნი.
ყურადღება მიაქციეთ ხმაურს
თუ გაწურვისას მანქანა ძლიერად ხმაურობს ან გუგუნებს, ეს ხშირად პაჩებნიკების (საკისრების) დაზიანებაზე მიუთითებს. დროული რეაგირება აგარიდებთ დიდ ხარჯებს.
ელექტროობის დაცვა
დენის ხშირი ცვალებადობა აზიანებს ტვინს. თუ ეკრანი ციმციმებს ან პროგრამები ირევა, შესაძლოა დაგჭირდეთ პლატის შეკეთება.
რას ვაკეთებთ?
სრული სერვისი და დიაგნოსტიკა ერთი გამოძახებით
- წყლის ტუმბოს (პომპის) გაწმენდა და შეცვლა
- გამაცხელებელი ელემენტის (ტენის) გამოცვლა
- ღვედის შეცვლა და ძრავის რემონტი
- ელექტრონული პლატის დიაგნოსტიკა და აღდგენა
- საკისრების (პაჩებნიკების) შეცვლა
- კარის ბლოკირების მექანიზმის შეკეთება
ეკრანზე ერორ კოდია?
თუ თქვენი სარეცხი მანქანა გაჩერდა და ციფრებსა ან ასოებს აჩვენებს, ეს შეცდომის კოდია. არ ინერვიულოთ! ჩვენმა ხელოსნებმა ზეპირად იციან თითოეული მოდელის სპეციფიკა. სანამ დაგვიკავშირდებით, შეგიძლიათ თავადაც გადახედოთ შეცდომის კოდების განმარტებებს.
დაურეკეთ ხელოსანს
რას ამბობენ მომხმარებლები ვარკეთილიდან
"ჩემი LG გაფუჭდა და გაწურვის დროს საშინელ ხმას გამოსცემდა. დავრეკე და 40 წუთში უკვე ვარკეთილის მე-3 მასივში იყვნენ. პაჩებნიკები შეცვალეს უცებ. დიდი მადლობა!"
"ბოშის სარეცხ მანქანაში წყალი არ ჩადიოდა. ხელოსანმა დიაგნოსტიკა ადგილზევე გააკეთა, ფილტრი იყო გაჭედილი. ძალიან კმაყოფილი ვარ პროფესიონალიზმით."
"სამსუნგის პლატა დამიწვეს დენის მოსვლისას. Washmaster-ის ხელოსანმა წაიღო პლატა და მეორე დღეს უკვე აწყობილი და მუშა მდგომარეობაში ჩამაბარა."
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
ემსახურებით თუ არა მთელ ვარკეთილს?
რა ღირს გამოძახება და დიაგნოსტიკა?
მანქანა წყალს არ უშვებს, რისი ბრალია?
კარის საკეტი გაიჭედა, როგორ გავხსნა?
რამდენ ხანში შეძლებთ მოსვლას?
გაძლევთ თუ არა გარანტიას ნაწილებზე?
შეგიძლიათ ძველი მოდელების შეკეთება?
მანქანა რეცხავს, მაგრამ არ წურავს, რატომ?
საჭიროა თუ არა მანქანის სახელოსნოში წაღება?
როგორ დაგიკავშირდეთ?
გჭირდებათ სარეცხი მანქანის ხელოსანი ვარკეთილში?
ნუ გადადებთ პრობლემას, დაგვირეკეთ ახლავე და მიიღეთ პროფესიონალური დახმარება.
599 87 18 86